რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, გვირაბის მართვის ავტომატიზებული სისტემის (SKADA) განახლების მიზნით, 2017 წლის 11 დეკემბრიდან 15 დეკემბერის ჩათვლით, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
საატომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოვლით გზაზე განხორციელდება. დროის ამ პერიოდში, რიკოთის გვირაბის შემოვლით გზაზე, 2 სხვადასხვა ადგილას, უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები