ინდური უპილოტო თვითმფრინავი ჩინეთის ტერიტორიაზე შეიჭრა და ჩამოვარდა

„ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა, ინდოეთმა ჩინეთის ტერიტორიული სუვერენიტეტი დარღვია“, განაცხადა დასავლეთ თეატრის საბრძოლო ბიუროს დირექტორის მოადგილე ჩანგ შულიმ.
ჩინეთსა და ინდოეთს შორის ურთიერთობა ივნისში დაიძაბა, როდესაც ჩინეთმა მოითხოვა, ინდოეთის ჯარებს ჰიმალაის ტერიტორია დაეტოვებინა.
ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო ომი 1962 წელს დაიწყო. ომის შემდეგ რამდენიმე საკითხი დარჩა მოსაგვარებელი, რომელიც დღემდე, დაძაბულობის გაზრდას უწყობს ხელს.
ინდოეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა, ანალიტიკოს სუბირ ბაუმიკს განუცხადეს, რომ ისინი აპროტესტებენ და აჩერებენ გზის სამშენებლო სამუშაოებს, მას შემდეგ, რაც ჩინელმა სამხედროებმა, 2 ინდურ ბუნკერზე თავდასხმა განახორციელეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები