თემქაზე მომხდარი ავარიის შედეგად მანქანა ამობრუნდა – არიან დაშავებულები

თემქაზე მომხდარი ავარიის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ე.წ. არაშენდას ტერიტორიაზე, საპირისპიროდ მიმავალი „მიცუბიშისა“ და „მერსედესის“ მარკის მანქანები ერთმანეთს შეეჯახნენ, ძლიერი შეჯახების შედეგად „მიცუბიშის“ ტიპის ავტომობილი ამოტრიალდა. შემთხვევა დღეს, დაახლოებით 09:00 საათზე მოხდა.
ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო როგორც საპატრულო ეკიპაჟის მანქანები, ასევე, სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები