გენადი არველაძემ ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, კონფერენციაზე „ვიშეგრადის ქვეყნები და საქართველო – ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები“, მოხსენება გააკეთა, რომელიც საქართველო – ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენციის მუშაობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძე, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი, ბრუნო ბალვანერა და სხვა ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ.
კონფერენციაზე განხილული იქნა საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებს შორის (ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი) ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, გენადი არველაძემ მადლობა გადაუხადა ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე გაწეული დახმარებისთვის, მათ შორის, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესში და მიმოიხილა საქართველოსა და ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს შორის ორმხრივი სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების დინამიკა, მათ შორის, ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული ინვესტიციებისა და ტურიზმის მიმართულებებით.