გიორგი ხატიძე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის უნგრეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, გიორგი ხატიძე უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობასა და  თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე აქტიური საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის უნგრეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ორ ქვეყანას სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს.

„უნგრეთთან საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს, მათ შორის, კულტურული, საგანმანათლებლო, ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით. უნგრეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და  ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას”, – აღნიშნა გიორგი ხატიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავებაზე ისაუბრეს და მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„ვისაუბრეთ ჩვენი ურთიერთობის ყველა შესაძლო მიმართულებით, მათ შორის, კულტურის, სამეცნიერო, სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულები გაღრმავებაზე. მიმდინარე წელს რამდენიმე ვიზიტი მქონდა უნგრეთში და მომეცა შესაძლებლობა, უნგრეთის პარლამენტის წევრებთან თანამშრომლობის, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე, გააქტიურების შესახებ მესაუბრა. შესაბამისად, მივესალმები ელჩის სურვილს და მის ჩართულობას, რომ  საპარლამენტო დონეზე უფრო მეტი გაკეთდეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით. შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ ორ ქვეყანას შორის კულტურული, სამეცნიერო, ეკონომიკური, სავაჭრო და სხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და გააქტიურების მიმართულებით”, – განაცხადა უნგრეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები