უკრაინის გენპროკურორი: სააკაშვილის მომხრეები ძალისმიერ გადატრიალებას გეგმავენ

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები, რომლებმაც რადასთან მიტინგი მოაწყვეს, ძალისმიერი გადატრიალების მოწყობას გეგმავენ.
ლუცენკოს თქმით, უკრაინის ხელისუფლება ამას არ დაუშვებს. ასევე, მან ხაზი გაუსვა, რომ გადატრიალების მოწყობას დაახლოებით 150-200 ადამიანი აპირებს, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ძალისმიერი მეთოდებით მოქმედებას გეგმავენ.
ლუცენკო ამტკიცებს, რომ ეს ჯგუფი უცხოეთიდან ფინანსდება. მან უკრაინელი საზოგადოების წინაშე პირობა დადო, რომ ამის მტკიცებულებებს წარმოადგენს.
უკრაინის გენპროკურორმა აღნიშნა, რომ „გადატრიალებაში“ მონაწილეობას „მოქალაქეობის არმქონე გასტროლიორები“ იღებენ. მისი თქმით, იმ დროს როცა სააკაშვილი გუბერნატორი იყო, მან თავის ქვემდგომებს, საქართველოს ოცი მოქალაქისთვის უკრაინის მუდმივი ბინადრობის მოწმობების გაცემა აიძულა. „სწორედ ისინი იცავენ იარაღით ხელში სააკაშვილს, არიან მის ბანაკში და სწორედ ეს ადამიანები გეგმავენ ამ ძალისმიერ გადატრიალებას”, – დასძინა ლუცენკომ. გენერალური პროკურორის აღნიშნულ განცხადებას უკრაინული მედია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები