ბრაზილიაში საქართველოს ელჩმა ბრაზილიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

ბრაზილიაში, პლანალტოს სასახლეში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით სოლომონიამ ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, მიშელ ტემერს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ბრაზილიის პრეზიდენტმა საქართველოს ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ბოლო წლების განმავლობაში ორმხრივი თანამშრომლობის მზარდი დინამიკა დადებითად შეფასდა. ხაზი გაესვა საქართველოსა და ბრაზილიას შორის მყარ და ნაყოფიერ პოლიტიკურ თანამშრომლობას, რომელიც საერთო ფუნდამენტურ ფასეულობებზე დაყრდნობით ვითარდება. ცერემონიის ფარგლებში, ელჩს საშუალება მიეცა, მადლობა გადაეხადა პრეზიდენტისათვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი პოზიციის გამო.

საუბრის დასასრულს, პრეზიდენტმა ტემერმა ახლადდანიშნულ საქართველოს ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები