გოგი წულაია პოლიტიკაში რჩება და აქტიურ ბრძოლას იწყებს

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრი გოგი წულაია აქტიურ პოლიტიკაში რჩება და აქტიურ ბრძოლას იწყებს.
„დღეს უკვე გამოვედი სტრესული მდგომარეობიდან, გულგატეხილობიდან და უკან მიმაქვს ჩემი განცხადება ტაიმაუტის აღების შესახებ (რაც ნიშნავდა ჩემს დამარცხებასთან შეგუებას). ხვალიდან ვაგრძელებ აქტიურ ბრძოლას. ადგილობრივ ხელისუფლებას კვლავ “გავაბედნიერებ!” – წერს გოგი წულაია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხების გამო, გოგი წულაიამ დააანონსა, რომ „ტაიმაუტს“ იღებს და დროებით პოლიტიკიდან წასვლას აპირებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები