სასამართლოში ჩვენების მიცემის პროცესში კობა დავითაშვილი შეუძლოდ გახდა და ცრემლი ვერ შეიკავა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჩვენების მიცემის პროცესში კობა დავითაშვილი შეუძლოდ გახდა. დავითაშვილმა მისი ცემის შესახებ საუბრისას ცრემლი ვერ შეიკავა.
დავითაშვილმა ჩვენების მიცემა დროებით შეწყვიტა, თუმცა საქალაქო სასამართლოში შესვენება არ გამოუცხადებიათ.
მისივე თქმით, მას პოსტტრავმული სიმპტომები აქვს.
„ფეხებში გრძნობა დაკარგული მაქვს. სავარაუდოდ, ეს ნერვიულობამ გამოიწვია. ასევე, ხერხემლის მალების ანთება მაქვს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
კობა დავითაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ეტლით მიიყვანეს. დავითაშვილის ცემის საქმეზე ბრალდებული იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილია.

 

 

ფოტო: “პირველი არხი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები