პროკურორი: ზურაბ ნეფარიძის შვილმა განაცხადა, რომ მამამისის მხრიდან ქრთამის აღების შესახებ ინფორმირებული იყო

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული საკრებულოს წევრის, ზურაბ ნეფარიძის საქმეში მისი შვილის ჩვენებაც დევს. შესაბამისი განცხადება პროკურორმა ბექა ეჟაშვილმა ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი თქმით, დაკითხვისას, ზურაბ ნეფარიძის შვილმა განაცხადა, რომ მამამისის მხრიდან ქრთამის აღების შესახებ ინფორმირებული იყო.

„იგი უთითებს, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ მამამისის მხრიდან დაფიქსირდა დალი მამულაშვილზე ყოველთვიურად 400 ლარის გამორთმევის ფაქტი. ასევე, ის მიუთითებს, რომ თანამშრომელი ფიქტიურად იყო გაფორმებული, მასზე საკრებულოდან დარიცხული ხელფასი კი თავად ზურაბ ნეფარიძეს ხმარდებოდა“, – განაცხადა ბექა ეჟაშვილმა.

ნავთლუღის მაჟორიტარ დეპუტატს, ზურაბ ნეფარიძეს და მისი ბიუროს თანამშრომელს, ანა მენთეშაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა.

საკრებულოს წევრს ბრალად ქრთამის აღება ედება. ანტიკორუფციულმა სააგენტომ ნავთლუღის მაჟორიტარი დეპუტატი 25 აგვისტოს დააკავა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ზურაბ ნეფარიძეს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები