პროკურორი: სააკაშვილის კოსმეტიკურ პროცედურებზე 600 ათასი ლარია გახარჯული

ბრალდებულების, მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას საქმეზე მოწმე ზურაბ ჭყოიძემ დაადასტურა, რომ პრეზიდენტის სტუმარი, მასაჟისტი, ექიმი დოტი საქართველოში იმყოფებოდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა, ნათია სონღულაშვილმა განუცხადა.
პროკურორის ინფორმაციით, დოქტორ დოტის ვიზიტზე გაწეული ხარჯების შემდეგ, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხარჯების გასაიდუმლოება გადაწყვიტა.
“2009 წლის თებერვალში იყო ჩამოსული და როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ამ ვიზიტზე გაწეული ხარჯების შესახებ, ამან გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება. ამ აღშფოთების გამო, გადაწყდა, რომ მსგავსი ხარჯები, როგორიც იყო დოქტორ დოტის ვიზიტი, კერძოდ, ბოტოქსის, ეპილაციის, მიხეილ სააკაშვილის მეგობრებისთვის საჩუქრების ხარჯები, გასაიდუმლოებულიყო. ვინაიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ნახევრად გასამხედროებული ორგანოა და მისი ბიუჯეტი, ასევე ხარჯები არის საიდუმლო, გადაწყდა, რომ ეს ფარული ხარჯები გაწეულიყო ამ ორგანოს მიერ”, – განაცხადა ნათია სონღულაშვილმა.
მისივე თქმით, გამოძიება მიხეილ სააკაშვილს 2009-2013 წლებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავება, დაახლოებით საუბარია 9 მილიონ ლარზე მეტ თანხაზე.
პროკურორის თქმით, ამ 9 მილიონიდან, 600 ათასი ლარი გახარჯულია პრეზიდენტის კოსმეტიკურ პროცედურებზე, მილიონ ლარზე მეტი დახარჯულია “აიფონებზე”, ოქროს ნაკეთობებზე და აქ არ არის საუბარი პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტებზე დახარჯული თანხებზე.
სონღულაშვილის აღნიშნავს, რომ გამოძიება სააკაშვილს მისი პირადი კეთილდღეობისთვის ბიუჯეტიდან თანხების გაფლანგვას ედავება და არა ოფიციალურ ვიზიტებისას ხარჯების გაწევას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები