დედის მკვლელობისთვის დაკავებულმა ბალერინამ ციხე დატოვა – ანა მურადელი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალერინამ, ანა მურადელმა სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე დღის წინ დატოვა. „კვირას“ ინფორმაციით, დედის მკვლელობაში ბრალდებულმა საპატიმრო დაწესებულება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 3 დღის წინ დატოვა და მკურნალობას ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გააგრძელებს.
ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გოჩა ბაკურიძემ, კანონის შესაბამისად, პაციენტის შესახებ აღნიშნული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა. როგორც „კვირას“ ანა მურადელის მეგობარმა განუცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო.
„პროცესი ღია იყო. ჩვენ პროცესის განახლებას სექტემბერში ველოდით, თუმცა, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, პროცესი ჩაინიშნა. ექპერტიზამ დაასკვნა, რომ ანა დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადი იყო, შესაბამისად, მან დანაშაული აფექტურ მდგომარეობაში ჩაიდინა. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ანა მურადელი მკურნალობას ფსიქიატრიულში გააგრძელებს“, – აღნიშნა ბრალდებულის მეგობარმა.
ბრალდებულის ადვოკატის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, მურადელის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის თაობაზე.
შეგახსენებთ, რომ ანა მურადელი სამართალდამცველებმა 21 მაისს, დედის მკლველობის ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს.


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები