ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურა მოწმეებს აღარ წარმოადგენს

ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურა მოწმეებს აღარ წარმოადგენს. სახელმწიფო ბრალდებამ 100-ზე მეტი მოწმე დაკითხა და უკვე წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა. დღეს სასამართლოში გამოიკვლევენ აუდიო და ვიდეოჩანაწერებს, ნივთიერ მტკიცებულებებს – ნატრიუმის ციანდს და ცეცხლსასროლ იარაღს. თუკი პროკურატურა მტკიცებულებების გამოკვლევას დღევანდელ პროცესზე დაასრულებს, ბრალდებულს შესთავაზებენ, სხდომაზე ჩვენება მისცეს.
პროკურორმა ზვიად გუბელაძემ აღნიშნა, რომ  ჩვენების მიცემის შემთხვევაში, ბრალდებულს დაკითხავენ.
“სხვადასხვა ნივთიერი მტკიცებულებები მოსამართლეს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს, რომ გიორგი მამალაძემ მოამზადა ანგარების მოტივით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა და ასევე, მან შეიძინა მართლსაწინააღმდეგოდ ცეცხლსასროლი იარაღი. თუ ბრალდებული ჩვენებას მოგვცემს, რა თქმა უნდა მას დავკითხავთ”, – აღნიშნა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები