პრემიერის შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრებთან, დასრულდა

კაჭრეთში სასტუმრო „ამბასადორში“პარლამენტის უმრავლესობასა და მთავრობის წევრებს შორის დახურული შეხვედრა დასრულდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით საუბარი იყო, თუმცა კონკრეტულად პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების საკითხის განხილვა არ ყოფილა.
მისივე ინფორმაციით, შეხვედრის დროს, მმართველ გუნდს პრეზიდენტის შესაძლო ვეტოს საკითხზე არ უსაუბრიათ.
რაც შეეხება იმას, იყო თუ არა შეხვედრაზე საუბარი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით,” ჩუგოშვილმა უპასუხა, რომ “ეს არ არის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც განსაკუთრებულ განხილვას იმსახურებს.“
რაც შეეხება ქვეყნის მთავარსარდლის არჩევის წესს, თამარ ჩუგოშვილის თქმით, უმრავლესობა „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წარმომადგენლის, კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის შეთავაზებას აქტიურად განიხილავს.
„დღეს იყო საქართველო პარლამენტის უმრავლესობის და ასევე მთავრობის წევრების შეხვედრა. რამდენიმე მნიშვნელოვან საორგანიზაციო საკითხს ეხებოდა. ბევრი მნიშვნელოვანი თემატიკა განვიხილეთ. დეტალებისგან თავს შევიკავებ,“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები