პრემიერი მმართველ გუნდს ხვდება: “ვმსჯელობთ მიმდინარე თემებზე, რეფორმებსა და მათ მიმდინარეობაზე”
ვმსჯელობთ მიმდინარე თემებზე, რეფორმებსა და მათ მიმდინარეობაზე – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „იმედს“ კაჭრეთში სასტუმრო „ამბასადორში“ განუცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხვდება.
„გვაქვს ტრადიციული, საკოორდინაციო- გასვლითი შეხვედრა, რომელშიც პარლამენტის თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან ერთად, „ქართული ოცნების“ გუნდის ყველა წევრი მონაწილეობს.ვმსჯელობთ მიმდინარე თემებზე, რეფორმებსა და მათ მიმდინარეობაზე.
ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციაა. საჭიროებაა, რომ კოორდინირებულად მოხდეს იმ ნაბიჯების გადადგმა, იმ პირობების შესრულება, რომელიც წინასაარჩევნოდ გავეცით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.