აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა ლეპტოპი დაკარგა, რომელშიც „ტრამპ თაუერის“ დეტალური სქემა ინახებოდა
აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ერთ-ერთი აგენტის მანქანიდან ლეპტოპი მოიპარეს, რომელშიც „ტრამპ თაუერის“ დეტალური სქემა ინახებოდა.სპეცსამსახურები იუწყებიან, რომ საიდუმლო ინფორმაცია დაშიფრული იყო და მისი ნახვა შეუძლებელია.
ამასთანავე, ტელეკომპანია ABC News-ის ინფორმაციით, კომპიუტერში ჰილარი კლინტონის მიმოწერის შესახებ მიმდინარე გამოძიების მასალები და ასევე რომის პაპაზე პრანცისკეზე გარკვეული ინფორმაცია ინახებოდა.
New York Daily News-ის ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ლეპტოპს სპეცსამსახურები „გაცოფებულები ეძებენ“.