პარიზის აეროპორტში სპეცოპერაცია მიმდინარეობს (ფოტოკოლაჟი)

პარიზის ორლის აეროპორტში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. აეროპორტის ტერიტორიაზე დღეს მამაკაცი სამხედრო პატრულს  დაესხა თავს. ის ადგილზე მოკლეს. სამართალდამცველები მისი თანამზრახველსაც ეძებდნენ.
აეროპორტის შენობიდან მგზავრების და მომსახურე პერსონალის ევაკუაცია მოხდა და ის ამჟამად არ ფუნქციონირებს.
მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგმა სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს, რომელსაც, შესაძლოა, აეროპორტში სამხედროებზე თავდასხმასთან ჰქონდეს კავშირი.  ამის შესახებ  ფრანგული რადიოსადგური France Info იუწყება.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში პოლიციელი დაჭრეს. სამართალდამცველებმა შესამოწმებლად მანქანა გააჩერეს, რომლიდანაც ბოროტმოქმედმა ცეცხლი გახსნა და ერთი პოლიციელი დაჭრა.
ბოროტმოქმედმა მიმალვა მოახერხა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები