გიორგი მარგველაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან შეხვედრისას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებების შესახებ გაამახვილა ყურადღება, დაგმო აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ფედერაციის მხრიდან დამატებითი შეიარაღების შეტანა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონსა და რუსეთის ფედერაციას შორის საჯარისო შენაერთების გაერთიანებასთან დაკავშირებული ე.წ  ხელშეკრულება.

გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის.

შეხვედრისას ისაუბრეს, ასევე, საერთაშორისო ინსტიტუტების უფრო ეფექტიან მუშაობასთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ოკუპაციის და მსგავსი უსამართლობის შემთხვევები ერთობლივი მუშაობით ეფექტიანად დაიძლიოს.

საქართველოს პრეზიდენტმა უნგრულ მხარეს მადლობა გადაუხადა ასევე, უნგრეთის იმ მნიშვნელოვანი წვლილისათვის, რომელიც ამ ქვეყანამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში შეიტანა.

შეხვედრისას, საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხს, საქართველო-უნგრეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, ეკონომიკურ-სავაჭრო, კულტურულ და განათლების  სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ივანე მაჭავარიანი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები