ირაკლი ლექვინაძე საკრებულოს უმცირესობას პასუხობს: ოპოზიცია ბევრჯერ სპეკულირებდა და სპეკულირებს დღესაც

“არანაირი კორუფციული სქემა აქ არი არის”, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ საკრებულოს უმცირესობის წევრების მიერ მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის 1 მილიონის ქონების გადაცემასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა.
​როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, საქმე პროკურატურაშიც არის თუ რაიმე მსგავსს ჩათვლის შესაბამისი კომპეტენტური უწყება, ამის შესახებ ისინი იტყვიან.
“არანაირი კორუფციული სქემა აქ არ არის. საქმე პროკურატურაშიც არის თუ რაიმე მსგავსს ჩათვლის შესაბამისი კომპეტენტური უწყება, ამის შესახებ ისინი იტყვიან. ყველა არგუმენტაცია, როგორც ფინანსურ ნაწილში, ასევე, იურიდიულ ნაწილში არის გამართული ამ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში. ოპოზიცია ბევრჯერ სპეკულირებდა და სპეკულირებს დღესაც,“ – განაცხადა ლექვინაძემ.
​შეგახსენებთ, რომ საკრებულოს უმცირესობამ საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია. ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ნაზღაიძესთან დადებული შეთანხმება, სავარაუდოდ, კორუფციული გარიგების ნიშნებს შეიცავს და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქმე შეისწავლონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები