სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სამუშაო ჯგუფი მუშაობას აგრძელებს

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფმა მეორე ეტაპის შეხვედრების მესამე სხდომა გამართა.
სამუშაო ჯგუფმა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის, პირველი, მეორე და მეხუთე თავების მუხლობრივ შინაარსზე მუშაობს, კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავების მიზნით, არაერთი შეხვედრა უკვე გამართა.
სამუშაო ჯგუფის დღევანდელი შეხვედრა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა, 37-ე მუხლის დეტალური განხილვით დაიწყეს, რომელიც კონსტიტუციაში ჯანმრთელობის დაცვის და ეკოლოგიურ საკითხებს განსაზღვრავს.
დღესვე, კომისიის წევრები მეორე თავის დარჩენილ მუხლებზე დეტალურ მსჯელობას და დისკუსიას გამართავენ. პირველი სამუშაო ჯგუფის კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის წევრები საქართველოს კონსტიტუციის მეხუთე თავის მუხლებსაც განიხილავენ, რომელიც საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების და პროკურატურის საქმიანობების ძირითად მიმართულებებს არეგულირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები