პაკისტანში „თალიბანის“ სამი „ბოევიკი“ სიკვდილით დასაჯეს

პაკისტანში რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ სამი „ბოევიკი“, რომლებიც ტერორიზმისთვის გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
„სამი ტერორისტი დამნაშავედ ცნეს იმაში, რომ ტერორისტულ შეტევებში, მათ შორის სამხედროების და პოლიციიის წინააღმდეგ მონაწილეობდნენ. ისინი განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების ციხეში სიკვდილით დასაჯეს“, – განაცხადა პაკისტანის შეიარაღებული ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ასიფ გაფურმა.
ტერორისტებს სიკვდილით დასჯა სამხედრო სასამართლომ მიუსაჯა. ის 2014 წელს, პეშავარში სამხედრო სკოლაზე თავდასხმის შემდეგ შეიქმნა, რასაც 140 ადამიანი, ძირითადად სტუდენტები ემსხვერპლნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები