ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ პერსონალური სანქციები 6 თვით გააგრძელა

6 თვით გააგრძელა ევროკავშირის საბჭომ პერსონალური სანქციები რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ. სანქციებში ის პირები მოხვდნენ, რომლებიც ყირიმის ანექსიასთან და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში კონფლიქტთან არიან დაკავშირებულნი.
სანქციები რუსეთის 150 მოქალაქის და 37 კომპანიის წინააღმდეგ მოქმედებს. სანქციებში მოხვედრილ პირთა შორის არიან მილიარდერები არკადი როტენბერგი და იური კოვალჩუკი, ბიზნესმენები კონსტანტინე მალოფეევი და ნიკოლაი შამალოვი და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები სერგეი ჟელეზნიაკი, ლეონიდ სლუცკი, სერგეი მირონოვი და სხვები. პერსონალური სანქციები ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩასვლის აკრძალვას, ასევე, გაერთიანების ტერიტორიაზე აქტივების გაყინვას ითვალისწინებს.
პერსონალური სანქციების გარდა, ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციებიც დაუწესა. ეს სანქციები 2017 წლის 31 ივლისამდე იმოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები