რუსეთი აშშ-სთან სირიის საკითხზე სათანამშრომლოდ მზად არის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გენადი გატილოვი აცხადებს, რომ მოსკოვი მზად არის სირიის საკითხზე ვაშინგტონთან კონტაქტების აღსადგენად. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.
„ჩვენ აქამდე სირიის კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების საკითხზე აშშ-სთან კონტაქტები არ გვქონია. თუ ამერიკელი კოლეგების მხრიდან ამ მხრივ სიტუაცია შეიცვლება. ჩვენ მათთან სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის სირიის პრობლემატიკაზე კონტაქტების აღსადგენად მზად ვართ”, – განაცხადა გატილოვმა.
რამდენიმე დღის წინ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა განაცხადა, რომ ის აშშ-სთან ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ერთობლივი ბრძოლის შესაძლებლობას ჯერჯერობით ვერ ხედავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები