მოსულში საბრძოლო შეტაკებების დროს 23 ადამიანი დაიღუპა

ერაყის ქალაქ მოსულში, სადაც ქვეყნის სამთავრობო ძალებსა და „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებს“ შორის შეტაკებები მიმდინარეობს, 23 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.
ამჟამად ერაყის შეიარაღებული ძალები მოსულის დასავლეთ ნაწილს უტევენ და ტერორისტებისგან მის გათავისუფლებას ცდილობენ.
პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.
დასავლეთ მოსულზე შეტევა თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყო. ერაყის ოფიციალური სტრუქტურები აცხადებენ, რომ ისინი დასავლეთ მოსულის ცენტრს უახლოვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები