ჰაიტიზე ავტობუსი ქუჩის მუსიკოსთა ჯგუფს შეეჯახა – 34 ადამიანი დაიღუპა

კუნძულ ჰაიტის ქალაქ გონაივში ავტობუსი ქუჩის მუსიკოსთა ჯგუფს შეეჯახა. სულ მცირე, 34 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება. ავტობუსის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილობრივმა მოსახლეობამ ავტობუსისთვის ცეცხლის მოკიდება სცადა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. ჰაიტის პრეზიდენტმა, ჟოვენელ მოიზმა დაღუპულთა ნათესავებს სამძიმარი გამოუცხადა და ტრაგედიის დეტალური გამოძიების პირობა დადო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები