თურქეთის პრეზიდენტმა ნიდერლანდების ხელისუფლებას ფაშისტები უწოდა

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნიდერლანდების ხელისუფლებას ნაციზმის გადმონაშთი უწოდა. ეს განცხადება პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თვითმფრინავს აეროპორტში დაშვებაზე უარი უთხრეს.
„შეგიძლიათ ჩვენი მინისტრი არ შეუშვათ. ახლა ვნახავთ, თქვენი თვითმფრინავები თურქეთში როგორ იფრენენ“,  – განაცხადა ერდოღანმა.
ჩავუშიღლუ დღეს ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში ჩასვლას გეგმავდა, რათა იქ მცხოვრები თურქები საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობაში დაერწმუნებინა.
თუმცა როტერდამის მერმა მიტინგის ჩატარება აკრძალა და განაცხადა, რომ თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს მასში მონაწილეობის უფლებას არ მისცემს.
თურქეთი ნიდერლანდებს სანქციების დაწესებითაც დაემუქრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები