იემენში ავიადარტყმის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა

იემენში, არაბული კოალიციის ავიადარტყმის შედეგად, 22 მშვიდობიანი პირი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, ავიადარტყმა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ერთ-ერთ ბაზარზე განხორციელდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ყველა დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეა და არც ერთ მათგანს იარაღი არ ჰქონია.

„ზოგიერთი ცხედარი ისეა დაზიანებული, რომ ის იდენტიფიცირების გარეშე დავკრძალეთ”, – განაცხადა ჰოდეიდას პროვინციის გუბერნატორის მოადგილემ, ჰაშიმ აზაზიმ.
დასახლებას, რომელზეც ავიადარტყმა განხორციელდა, ამბოხებული ჰუსიტები აკონტროლებენ. 2014 წლის შემდეგ, იემენში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები