ავღანეთში „თალიბანის“ ერთ-ერთი საველე მეთაური დააკავეს

ავღანეთში რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ერთ-ერთი საველე მეთაური კარი დოსტ მუჰამედი დააკავეს. ის სპეცოპერაციის დროს აიყვანეს. ამის შესახებ სააგენტო „სინჰუა“ იუწყება.
მუჰამედის გარდა, კიდევ სამი „ბოევიკი“ დააკავეს.
„თალიბანი“ რადიკალური დაჯგუფებაა, რომელიც ავღანეთის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებს. ოფიციალური ქაბულის იურისდიქცია ქვეყნის ტერიტორიის 60%-ზე ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები