“თუ ევროკავშირი თურქეთთან უვიზო მიმოსვლას არ აამოქმედებს, აქამდე მიღწეული შეთანხმებები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება”

„თუ ევროკავშირი თურქეთთან უვიზო მიმოსვლას არ აამოქმედებს, ადრე მიღწეული შეთანხმებები, მათ შორის მიგრანტებთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
როგორც ჩავუშოღლუმ “CNN Turk”-ის ეთერში განაცხადა, თურქეთი ევროკავშირს შეთანხმების ტექსტს შესთავაზებს და თუ ამაზე შეთანხმება არ მოხდება, მაშინ ვიზალიბერალიზაციაც აღარ ამოქმედდება და მიგრანტებთან დაკავშირებით შეთანხმებაც ძალას დაკარგავს.
ჩავუშუღლუმ განაცხადა, რომ ვიზების გაუქმება თურქეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ერთ-ერთი დანაპირები იყო. შესაბამის შეთანხმებას ანკარამ და ბრიუსელმა გასულ წელს მოაწერეს ხელი, თუმცა შემდეგ ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები