აზერბაიჯანში საპენსიო ასაკი 65 წლამდე გაიზარდა

აზერბაიჯანის პარლამენტმა ქალებისთვის და კაცებისთვის საპენსიო ასაკი 65 წლამდე გაზარდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ასევე, აზერბაიჯანის პარლამენტმა მინიმალური პენსია დაადგინა – ის 110 მანათს (62 დოლარს) შეადგენს.
ეკონომისტები სტაბილურ უწოდებენ სიტუაციას, როდესაც მომუშავე ადამიანების რაოდენობა პენსიონერებზე სამჯერ მეტია. აზერბაიჯანში კი მომუშავე ადამიანების რაოდენობა პენსიონერებს ერთნახევარჯერ აღემატება და პენსიონერების რაოდენობა ზრდას განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები