რომის პაპი ალეპოდან ლტოლვილების დახმარების ფონდს 100 ათას ევროს გადასცემს

რომის პაპმა ფრანცისკემ რომის მახლობლად წირვა აღავლინა და სირიის ქალაქ ალეპოდან დევნილებისთვის 100 ათასი ევროს გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ვატიკანის წარმომადგენელმა პელომა გარსია ოვეირომ განაცხადა.
პაპი ფრანცისკე სირიაში სისხლისღვრის დაუშვებლობაზე არაერთხელ საუბრობდა. „გახსოვდეთ, რომ ალეპო არის ქალაქი, სადაც ცხოვრობენ ქალები, ბავშვები,   გაჭირვებული, ავადმყოფი ადამიანები და მათ დახმარება სჭირდებათ“ – აცხადებდა ფრანცისკე.
რამდენიმე თვის წინ ალეპოში ვატიკანის წარმომადგენლები ჩავიდნენ და ადგილზე არსებული მდგომარეობა შეისწავლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები