აშშ-ში ორი ადამიანი ყველით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა

აშშ-ის რამდენიმე შტატში ლისტერიოზის დაავადებით ორი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი მძიმედ არის დაავადებული. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ დაავადება  Ouleout-ის ყველმა გამოიწვია, რომელიც არაპასტერიზებული რძისგან იწარმოება. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ყველის მიღების შედეგად გამოწვეული ინტოქსიკაცია ფლორიდაში, ნიუ-იორკში, ვერმონტის და კონექტიკუტის შტატებში დაფიქსირდა.
ყველის მწარმოებელ კომპანიას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. Ouleout-ის ყველი მცირე პარტიებით ხელით იწარმოება . მომხდარი შემდეგ კომპანია Vulto-მა რამდენიმე სახეობის ყველი უკან გაიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები