სირიის ხელისუფლება გაეროს მიმართავს, რომ თურქეთმა ქვეყნის ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს

სირიის ხელისუფლებამ გაეროს მიმართა, რომ თურქეთმა ქვეყნის ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალები გაიყვანოს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. დამასკოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სირიის ტერიტორიაზე ამჟამად თურქეთის საოკუპაციო ძალები იმყოფებიან.
სირიის ხელისუფლება თურქეთის შეიარაღებულ ძალებს სირიის მოსახლეობის და ინფრასტრუქტურის განადგურებაში ადანაშაულებს.
ცნობისთვის, თურქეთი 2016 წლის ზაფხულიდან ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე ოპერაციას „ევფრატის ფარს“ ახორციელებს. სირიის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის სამთავრობო შენაერთებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგად არის დაღუპულები და დაჭრილები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები