აშშ-ის კონგრესმა უკრაინას 150 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გამოუყო

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 150 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის უმაღლესი რადის წევრმა, ირინა ფრიზმა გაავრცელა.
„ახალ ფინანსურ წელს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინას 150 მილიონი დოლარი გამოუყო“, – წერს ირინა ფრიზი ფეისბუქში.
მისი ინფორმაციით, ამ თანხებით, პენტაგონი უკრაინას გამოუყოფს ლეტალური ხასიათის თავდაცვით შეიარაღებას, ასევე, მოხდება უკრაინის შეიარაღებული ძალების და ეროვნული უსაფრთხოების ქვედანაყოფების გაწვრთნა.
ეს დოკუმენტი ახლა სენატმაც უნდა დაამტკიცოს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები