ბერლინის აეროპორტების მუშაობა გაფიცვის გამო პარალიზებულია

გერმანიის დედაქალაქ ბერლინის ორი აეროპორტის მუშაობა, გაფიცვის გამო, პარალიზებულია. გაფიცულები საათობრივი ანაზღაურების 11 ევროდან 12 ევრომდე გაზრდას მოითხოვენ.
მომსახურე პერსონალის გაფიცვის გამო, საერთო ჯამში, ტეგელის და შენეფელდის აეროპორტებში 600-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, გაფიცვა 25 საათში გაგრძელდება. გაფიცვა ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას დაემთხვა, რომელიც 12 მარტს სრულდება. ამის გამო, აქ უამრავი ადამიანი შეგროვდა, რომლებიც გაფრენას ვერ ახერხებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები