კოსოვოს პარლამენტმა ხარადინაის გათავისუფლებამდე სერბეთთან დიალოგი შეაჩერა

კოსოვოს პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლის მიხედვით სერბეთთან დიალოგი მანამდე შეწყდება, ვიდრე კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრს რამუშ ხარადინაის არ გაათავისუფლებენ.
კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი რამუშ ხარადინაი, რომელიც მანამდე საველე მეთაური იყო, საფრანგეთში 4 იანვარს დააკავეს. მასზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადების მოთხოვნით ინტერპოლს სერბეთმა მიმართა.
ამჟამად ხარადინაი გაუსვლელობის ხელწერილით არის გათავისუფლებული და საფრანგეთის სასამართლო სერბეთში მისი ექსტრადირების საკითხს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები