ნაზარბაევმა პარლამენტის როლის გაძლიერების კანონპროექტს ხელი მოაწერა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოწერა, რომლებიც პარლამენტის და მთავრობის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს.
ყაზახეთის პარლამენტმა ამ კანონპროექტს 6 მარტს მხარი დაუჭირა. ცვლილებების მიხედვით, მთავრობას შუძლია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სტრუქტურების უზრუნველყოფის ერთიანი სისტემის დამტკიცება.
გარდა ამისა, საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტის ქვედა პალატის უფლებამოსილებასაც ზრდის. მას მთავრობის დამტკიცების და მისი მუშაობის ეფექტური გაკონტროლების საშუალება ეძლევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები