სტამბოლში ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა (ვიდეო)

თურქეთის ქალაქ სტამბოლში სამგზავრო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. წინასწარი ინფორმაციით, მის ბორტზე მყოფი 5 ადამიანი დაიღუპა. ვერტმფრენი ავტობანზე ჩამოვარდა. ინტერნეტში ამის ამსახველი კადრები გავრცელდა.
პოლიცია ვარაუდობს, რომ ვერტმფრენი სატელევიზიო ანძას შეეჯახა. კატასტროფის მომენტში იმ ადგილას ძლიერი ნისლი იყო.
ამჟამად კატასტროფის ადგილას სამაშველო სამსახურებია მობილიზებული.
“ბი ბი სის” ცნობით, დაღუპულთა შორის რუსეთის ოთხი მოქალაქეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები