თურქი სამხედროების ინფორმაციით, სირიაში 71 ქურთი „ბოევიკი“დაიღუპა

Turkish military vehicles drive east of al-Bab town, Syria March 9, 2017. REUTERS/Khalil Ashawi

თურქეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, სირიაში თურქ სამხედროებთან შეტაკების დროს „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 71 წევრი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” იუწყება.
სააგენტოს ცნობით, თურქ სამხედროებსა და მათთან კოალიციაში მყოფ ძალებსა და ქურთ მოხალისეებს შორის მომხდარმა შეტაკებამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს კოალიციის შექმნას, რომლის მიზანიც „ისლამური სახელმწიფოსგან“ ქალაქ რაქას გათავისუფლებაა.  შეერთებული შტატები ცდილობს, რაქაზე შეტევა ერთობლივად განხორციელდეს.
თუქეთი „ქურთისტანის მუშათა პარტიას” ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს და მის პოზიციებს სირიასა და ერაყში რეგულარულად ბომბავს.
თავის მხრივ, სირიის მედია იუწყება, რომ თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ბაშარ ასადის მხარდამჭერი ძალები რაქას სამხრეთიდან უტევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები