რუსეთმა თურქეთიდან ბოსტნეულის და ყვავილების იმპორტზე აკრძალვა გააუქმა

რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქეთიდან რუსეთში ზოგიერთი სახეობის ბოსტნეულის იმპორტზე ადრე დაწესებული აკრძალვები გაუქმდა. შესაბამისი ინფორმაცია რუსთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„აკრძალვები გაუქმდა მიხაკის, ხახვის, კომბოსტოს და სხვა პროდუქციის შეტანაზე“, – წერია ამ ინფორმაციაში.
თურქეთიდან გარკვეული სახის პროდუქციის შეტანაზე  რუსეთმა აკრძალვა 2016 წლის 1 იანვარს დააწესა. ეს გადაწყვეტილება მოსკოვმა ორმხრივი ურთიერთობების გაუარესების გამო მიიღო. ამ ჩამონათვალში ფორთოხალი, მანდარინი, ატამი, მარწყვი, პომიდორი, კიტრი, ხახვი და კომბოსტო მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები