გერმანიაში ნაჯახით შეიარაღებულმა პირმა შვიდი ადამიანი დაჭრა

გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის რკინიგზის სადგურში ნაჯახით შეიარაღებული პირი მგზავრებს თავს დაესხა. თავდამსხმელმა  შვიდი ადამიანი დაიჭრა.
პოლიციამ ბოროტმოქმედი დააკავა. ის ყოფილი იუგოსლავიის 36 წლის მკვიდრია. პოლიციის ინფორმაციით, მას ფსიქიკური პრობლემები აღენიშნება.
ამ ინციდენტის შემდეგ სადგურში ევაკუაცია გამოცხადდა. მგზავრების მიმოსვლა დროებით შეწყდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები