გერმანიაში ტერორისტული საფრთხის მაღალი დონეა შენარჩუნებული

კონსტიტუციის დაცვის ფედერალური უწყების ინფორმაციით, გერმანიაში ტერორისტული საფრთხის მაღალი დონეა შენარჩუნებული და აგრესიული ქმედებებისთვის მზადყოფნაში მყოფი ისლამისტების რაოდენობა იზრდება.   ამის შესახებ გერმანიის კონტრდაზვერვის უფროსმა, ჰანს-გეორგ მაასენმა გამოცემა “Die Welt”-ს განუცხადა.
მისი ინფორმაციით, 2016 წლიდან, გერმანია „ისლამური სახელმწიფოს“ პრიორიტეტულ სამიზნეებში აღმოჩნდა. დღევანდელ დღეს მათი რაოდენობა 1600-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.
„გერმანიის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმები ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი“, – აცხადებს მაასენი. მისი ინფორმაციით, კონტრდაზვერვა და სამართალდამცველი ორგანოები კოორდინირებულად მოქმედებენ, რათა ამ საფრთხეებზე სათანადო რეაგირება მოახდინონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები