სეულში საპროტესტო აქციების დროს ორი ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, საპროტესტო აქციების დროს, ორი ადამიანი დაიღუპა. აქციის მონაწილეები პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ერთ-ერთი დაღუპული, 72 წლის მამაკაცი, პოლიციის ავტობუსიდან გადმოვარდა და თავის მრავლობითი ტრავმები მიიღო. მეორე დაღუპულის ვინაობა უცნობია.
ასევე, საპროტესტო აქციების დროს, რამდენიმე ჟურნალისტიც დაშავდა. კერძოდ, თავის ტრავმა იაპონური სააგენტო „კიოდოს“ ოპერატორმა მიიღო.
ცნობისთვის, სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტის, პაკ კინ ხეს იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა, რომელიც მანამდე კორუფციული სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა.
ამის შემდეგ, პრეზიდენტის ათასობით მომხრე ქუჩაში გამოვიდა. ზოგიერთი მათგანი ძალზე აგრესიულად იქცეოდა. მათ პოლიციელებთან ხელჩართული ჩხუბი დაიწყეს და პოლიციელების მანქანებზე აძვრნენ.
მაკ კინ ხე კორუფციაშია ბრალდებული. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მის წინააღმდეგ შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. კორეაში კი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 60 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები