მიხეილ სააკაშვილის ყოფილ მრჩეველს უკრაინის პროკურატურამ დიდი ოდენობით ქონების მითვისებისთვის ბრალი წაუყენა

ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ყოფილ მრჩეველს და უკრაინაში საქართველოს ყოფილ გენერალურ კონსულს, თეიმურაზ ნიშნიანიძეს უკრაინის პროკურატურამ დიდი ოდენობით ქონების მითვისებისთვის ბრალი წაუყენა. საქმე ეხება იმ პერიოდს, როდესაც თეიმურაზ ნიშნიანიძე უკრაინაში საქართველოს კონსულის თანამდებობას იკავებდა.
​ნიშნიანიძე კიევი-ოდესის გზაზე გააჩერეს და ბრალიც იქვე წაუყენეს. ყოფილი გენერალური კონსული გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს. ის პროკურატურაში დღეს არის დაბარებული და დღესვეა ჩანიშნული სასამართლო პროცესი.
„ღამის 2 საათზე პოლიციამ გამაჩერა, ვითომდა საგზაო-მოძრაობის წესები დავარღვიე. გადმოვედი მანქანიდან. სპეცოპერაციის სტილში უშიშროებამ და გენერალურმა პროკურატურამ გზა გადაკეტეს და მითხრეს, რომ გენერალური კონსულობის პერიოდში რაღაც ჩემთვის უცნობ საქმეზე, რომლის გამოძიებაც ჩუმად მიდის 8 თვის განმავლობაში, მე მედება ბრალი. ჩემთვის უცნობია საქმის მასალები. ეს იყო, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დავალება. ეს ემსახურება პირადად ჩემს დისკრედიტაციას და მთლიანად გუნდისა, რომელთანაც მე ვასოცირდები. არ ვაპირებ დავიმალო, მე რომ დამალვა მდომოდა, საქართველოდან უკრაინაში არ ჩამოვიდოდი. შეგნებულად ჩამოვედი და არსად არ ვაპირებ გაქცევას. საქმეს ბოლომდე გავყვები და დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს“,- განაცხადა თეიმურაზ ნიშნიანიძემ.
​თეიმურაზ ნიშნიანიძე ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მრჩევლად 2015 წლის ივლისში დაინიშნა. მანამდე მას უკრაინაში საქართველოს გენერალური კონსულის თანამდებობა ეკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები