აშშ-მა სირიაში არტილერია და ცოცხალი ძალა გადაისროლა

შეერთებულმა შტატებმა სირიაში არტილერია და ცოცხალი ძალა გადაისროლა, რათა ამ ქვედანაყოფებმა ქალაქ რაქაზე შეტევაში მიიღონ მონაწილეობა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
გაზეთ Washington Post-ის ინფორმაციით, საარტილერიო ქვედანაყოფები საზღვაო ქვეითების პოზიციებიდან 32 კილომეტრში იქნება განთავსებული და რაქაზე შეტევის დროს მათ მხარდაჭერას განახორციელებენ.
ამერიკელი საზღვაო ქვეითების 400-კაციანი შემადგენლობა სირიაში რამდენიმე დღის წინ გადაისროლეს და ის რაქადან 110 კილომეტრში განთავსდნენ.
ამჟამად სირიაში 500-მ ამერიკელი სამხედრო იმყოფება, თუმც ისინი საბრძოლო უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობენ. „სირიის დემოკრატიულ ძალებს“ ამერიკელი ინსტრუქტორები კონსულტაციას უწევენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები