თურქეთის ავიაციამ ჩრდილოეთ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ პოზიციები დაბომბა

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ჩრდილოეთ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ 6 სამიზნე გაანადგურეს. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ” იუწყება.
თურქეთის გენერალური შტაბის ინფორმაციით, შეტევა ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. განადგურებულია „ბოევიკების“ ცოცხალი ძალა და გამაგრებული პოზიციები.
„ანადოლუს“ ცნობით, მას შედეგ, რაც 2015 წელს თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და ქურთ „ბოევიკებს“ შორის კონფლიქტი განახლდა, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 1200-მდე ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები