„ბი ბი სიმ“ ტაილანდში რადიოსადგური დახურა

ბრიტანულმა სამაუწყებლო კორპორაცია „ბი ბი სიმ“ ტაილანდში მოკლე ტალღების სიხშირეზე მომუშავე რადიოსადგური დახურა, რომელიც რეგიონების რადენიმე ენაზე მაუწყებლობდა. რადიოსადგური 20 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა.
როგორც კორპორაციის განცხადებაშია აღნიშნული, ეს გადაწყვეტილება „ბი ბი სიმ“ მას შემდეგ მიიღო, რაც იჯარის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.
რამდენიმე თვის წინ, ტაილანდის ოფიციალური პირები „ბი ბი სი“ ქვეყნის მეფეზე, მახ ვიჩირალონგორნის ბიოგრაფიაზე გადაცემის გამო აკრიტიკებდნენ. მეფე ტახტზე გასული წლის დეკემბერში ავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები