რაქას მახლობლად ავიადარტყმას 14 ადამიანი ემსხვერპლა

სირიის ქალაქ რაქას მახლობლად ავიადარტყმას 14 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.
სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ინფორმაციით, თვითმფრინავებმა, რომლებიც ანტიტერორისტულ კოალიციას ეკუთვნის, მდინარე ევფრატის ნაპირზე მდებარე ერთ-ერთი სოფელი დაბომბეს.
ამჟამად სირიის ოპოზიციური ძალები ქალაქ რაქას უტევენ, რომელიც სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ დედაქალაქია. ამ ძალებმა უკვე გადაჭრეს ერთადერთი გზა, რომლითაც „ბოევიკები“ დეირ ეზ ზორის პროვინციას უკავშირდებოდნენ.
ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მიმდინარე შეტევის დროს ყველანაირად ცდილობენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მინიმალური იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები