ტრამპის ადმინისტრაცია სირიასა და ერაყში დამატებით 1000 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სირიასა და ერაყში დამატებით 1000 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
სამხედროები თავდაპირველად, ქუვეითში განთავსდებიან, ხოლო შემდეგ ერაყში და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთვებიან.
ამერიკელი სამხედროები ვარაუდობენ, რომ ახლო აღმოსავლეთში დამატებითი ქვედანაყოფების განთავსება შექმნილ სიტუაციაზე რეაგირების უფრო ეფექტურ საშუალებას შექმნის და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა უფრო წარმატებული გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები