ანტალიაში აშშ-ის, თურქეთის და რუსეთის სამხედროები ერთმანეთს შეხვდნენ

თურქეთის ქალაქ ანტალიაში შეხვედრა გაიმართა, რომელშიც აშშ-ის, თურქეთის და რუსეთის გენერალური შტატების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე სირიასა და ერაყში შექმნილი მდგომარეობა განიხილებოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლის საკითხები და ამ ოპერაციის დროს ინციდენტების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები იყო განხილული.
გამოცემა Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლის ახალ გეგმას განიხილავს და აშშ, შესაძლოა, სირიაში ამ დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში უფრო აქტიურად ჩაერთოს. გარდა ამისა, ტრამპმა შესაძლოა, აშშ-ის მიერ სირიის ზომიერი ოპოზიციის მხარდაჭერის პროგრამაში ცვლილებები შეიტანოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები